LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტობის ბოლო საათებში ტრამპმა 100-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის არის მისი მრჩეველი სტივ ბენონიც

93
BeFunky-collage

პრეზიდენტობის ბოლო დღეს, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და 100-ზე მეტი ადამიანის შეწყალების ბრძანებას გასცემს.

აშშ-ს პრეზიდენტის რანგში, მის ბოლო ქმედებას გამორჩეული გმირიც ჰყავს – სტივ ბენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი, რომელსაც კორუფციის ბრალდებით, 28-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ტრამპის გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო მედია აქტიურად წერს.

ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ადასტურებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციაშიც.

როგორც ცნობილია, თეთრი სახლის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განკარგულებაში საუბარია 73 შეწყალებულისა და იმ 70 ადამიანის შესახებ, რომელთა სასჯელიც შეიცვალა.

ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვა: ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს სიხარულით სავსე გულით... მადლობა და მშვიდობით

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს.

არაერთგვაროვნად აფასებენ ტრამპის გადაწყვეტილებას, კონკრეტულად, კორუფციის ბრალდებით დაკავებული ბენონის შესახებ.

მაგალითად, დემოკრატების წარმომადგენელმა ადამ შიფმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება “სიგიჟეა”.

დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივ ბენონი 2016 წელს მის საავრჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2017 წელს იყო პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში.

2020 წელს კი მისმა სტრატეგიამ, როგორც აღმოჩნდა, ვერ გაამართლა – გასული წლის აგვისტოში დააკავეს, ბრალად კი მექსიკასთან სასაზღვრო კედლის ასაშენებელი კამპანიისთვის შეწირული თანხების დაუფლება წაუყენეს, თანხა ასიათასობით დოლარს შეადგენდა, მისი პატიმრობის ვადა კი 28 წელს.

“მისტერ ბანონი იყო მნიშვნელოვანი ლიდერი კონსერვატიული მოძრაობის სფეროში და ცნობილია თავისი პოლიტიკური სიმკაცრით.” – ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები