LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა ქართველი დიზაინერების საყურით (ფოტო/ვიდეო)

354

მეგან მარკლის უახლოესი მეგობარი, ამერიკული კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი, „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა ქართველი დიზაინერების საყურით პოზირებს. დრაკონის ფორმის საყურე პრიანკას ცნობილი გამოცემის Harper’s Bazaar -ის გადაღებებზე უკეთია. ვიდეოში მსახიობი ამბობს, რომ ეს მისი ფავორტი სამკაულია.

საინტერესოა, რომ დრაკონის ფორმის ულამაზესი საყურე ნათია ხუციშვილისა და ლაკო ბუკიას კოლაბორაციაა. ნათიამ ის ლაკოს კოლეციისთვის შექმნა.

მისი სამკაულით ამ დრომდე არაერთი ქართველი და უცხოელი სელებრითი გვინახავს, მათ შორის კეტი პერი და ჯიჯი ჰადიდი.

რაც შეეხება პრიანკა ჩოპრას, „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი, ინდოელი მსახიობი ბოლოს დროს განსაკუთრებულად პოპულარულია. ის სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის უახლოესი მეგობარია. სამეფო ქორწილში ჩორპა საპატიოს სტუმრების სიას ლიდერობდა.

ბოლო დროს ის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალში „კუანტიკო“ მონაწილეობს. დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ ჩოპრას პირად ცხოვრებაზც, რადგან მსახიობი ამერიკეულ მუსიკოსს ნიკ ჯონას ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები