LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის საიდუმლო Facebook-გვერდი აღმოუჩინეს

145
prince-harry-opens-about-mental-health-issues-following-death-princess-diana

ჟურნალისტებმა პრინც ჰარის საიდუმლო Facebook გვერდი აღმოუჩინეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს.

ჰარი სპაიკ უელსის სახელით იყო Facebook-ზე დარეგისტრირებული და ამ გვერდით რამდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობდა.

Facebook-გვერდზე პრინცისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ჩელსი დევის საერთო ფოტოებიც იყო გამოქვეყნებული. ასევე ეწერა, რომ სპაიკ უელსი ბოტსვანის ქალაქ მაუნში დაიბადა.

ამ ქალაქს, ჰარი და ჩელსი 2007 წელს სტუმრობდნენ, შემდეგ კი პრინცი იქ მეგან მარკლთან ერთადაც ჩავიდა.

გამოცემა ასევე წერს, რომ ზედმეტი სახელი „სპაიკი“ („წვეტი“) ჰარის ვარცხნილობას უკავშირდება და ასე პრინცს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმართავენ.

აღნიშნულია ასევე, რომ Facebook-გვერდი უკვე გაუქმებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები