LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც უილიმსა და ჰარის შორის ფულის გამო ,,ომი” დაიწყო

153
royalfamilynewsgst

ჯერ კიდევ 2019 წელს დასავლური მედია პრინცების, ჰარისა და უილიმს შორის არსებულ დაპირისპირებაზე წერდა. მიზეზად მეგან მარკლი სახელდებოდა, რომელიც უილიმსა და ქეით მიდლტონს იმთავითვე არ მოწონდათ. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირების მთავარი მიზეზი ფულია. აღმოჩნდა, რომ ძმები მამას, პრინც ჩარლზს ფულის გამოყოფას სთხოვდნენ, რაზეც უილიამმა თანხმობა მიიღო, პრინცმა ჰარიმ კი, უარი. გამოცემა Entertainment Tonight წერს, რომ პრინცმა ჩარლზმა გადაწყვეტილება უფროსი შვილის სასარგებლოდ მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ის ტახტის მემკვიდრეთა სიაში პირველია.

ამასთან ცნობილია, რომ მსხვილი ფინანსური პროექტები, რომელსაც სამეფო ოჯახი კურირებს, უილიამის ანგარიშზეა. ეს ფაქტი კი სასექსის ჰერცოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მედიაში წერენ, რომ კონფლიქტი ძმებს შორის უკვე ომში გადაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები