LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა ევგენია ორსულადაა – სამეფო ტახტის რიგით მე-11 მემკვიდრე იანვარში დაიბადება

187
princeevgenia20925

ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრუკსბენკი პირველ შვილს ელოდებიან: „პრინცესა ევგენია და მისტერ ბრუკსბენკი მოხარულნი არიან გაცნობოთ, რომ ისინი შვილს ელოდებიან, რომელიც 2021 წლის დასაწყისში მოევლინება ქვეყანას“ – ნათქვამია სამეფო ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი ბავშვი სამეფო ოჯახიდან რიგით მეთერთმეტეა სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში. პრინცის წოდებას ის სავარაუდოდ ვერ მიიღებს, რადგან მამის გვარი ექნება.

შეგახსენებთ, რომ დედაფალ ელისაბეტის შვილიშვილი და მისი რჩეული 2018 წელს დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები