LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბარგით ხელში დამხმარე პერსონალის გარეშე (ფოტო)

323
mgnmrklnwswere

გამოცემამ ,,დეილი მეილი” მოახერხა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველად დაფიქსირება მას შემდეგ, რაც წყვილმა სამეფო ოჯახი დატოვა. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ფოტოგრაფებმა კანადის აეროპორტში გადაიღეს.

წყვილი ამერიკიდან დაცვის წევრების თანხლებით, დამხმარე პერსონალის გარეშე ჩამოფრინდა. ბარგი მეუღლეებს ხელში თავად ეჭირათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია თავისუფალი სტილის სამოსი, რომელიც წყვილმა ფრენისთვის შეარჩია, რადგან პროტოკოლი მათ საზოგადოების წინაშე გარკვეული წესების დაცვას აღარ ავალდებულებს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბედნიერები ჩანდნენ და პაპარაცებსაც უღიმოდნენ. მოგვიანებით კი, დაცვის წევრების თანხლებით აეროპორტი დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები