LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრების როლში ბოლოჯერ გამოჩნდნენ (ფოტო)

423
mgnmrklprnchrrr

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად, ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ წირვაზე გამოჩნდნენ. ესა არის სასექსების ბოლო გამოსვლა სამეფო ოჯახის უფროსი წევრების ამპლუაში და ამდენად, ეს მომენტი ისტორიულ ხასიათს ატარებს. მეგან მარკლი ამ დღეს „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზეს მწვანე კაბაში გამოჩნდა, რომელიც „გაბრიელა ჰირსტის“ ჩანთასთან ჰქონდა შეხამებული. ღონისძიება  BBC One-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

წირვას ასევე ესწრებოდნენ დედოფალი ელისაბეტი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი, ასევე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი. მიდლტონი ამ დღეს „ქეთრინ ვოლკერის“ წითელ კაბაში იყო გამოწყობილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები