ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უახლოეს დღეებში კენსინგტონის სასახლეს დატოვებენ და ფროგმორ-ჰაუსში საცხოვრებლად გადავლენ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დედოფალ ელისაბეტის ბრძანებით, წყვილს ცალკე სამუშაო კაბინეტი და საკუთარი პრესსამსახური ეყოლება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

ამ დრომდე პრინც უილიმისა და ქეით მიდლტონის, ასევე ჰარისა და მეგან მარკლის კენსინგტონის სასახლის პრესსამსახური ემსახურებოდა.

ცნობილია, რომ სასექსის ჰერცოგსა და მის მეუღლეს ახალ სახლში პეორსონალიც გადაყვება და ცალკე პრესასთან ურთიერთობის სამსახურიც შეიქმნება, რომელიც კენსიგტონის სასახლეს არ დაექვემდებარება.

მედიაში წერენ, რომ დედოფალმა ეს გადაწყვეტილება ძმების, უილიამისა და ჰარის, ასევე რძლების, ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის დაპირისპირების გამო მიიღო.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები