LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი დედოფალს საქორწილო კონტრაქტის გამო დაუპირისპირდა – დასავლური მედია

264
meganhrnewssjune

35 წლის პრინცი ჰარი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დედოფალს დაუპირისპირდა. როგორც დასავლურ გამოცემებს ინსაიდერები უყვებიან, მიზეზი დედოფლის თხოვნა იყო, რომლის მიხედვითაც ჰარის და მეგანს საქორწილო კონტრაქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი. ამ კონტრაქტის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში მეგანი ფიქსირებულ თანხას მიიღებდა. ჰარიმ კი ბებიას კატეგორიული უარი განუცხადა და თქვა, რომ მეგანს ბოლომდე ენდობოდა.

ცნობილია, რომ პრინც ჰარის ქონება 25 მილიონ ევროდაა შეფასებული. დედოფალი მიიჩნევდა, რომ ეს თანხა დაზღვეული უნდა ყოფილიყო. ინსაიდერები ამბობენ, რომ ამან სამეფო ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები