LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად ჯინსებში პოზირებენ (ფოტო)

midlon

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ტრადიციისამებრ საშობაოდ ახალ მისალოც ბარათს აქვეყნებს. ამჯერად საშობაო ბარათზე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან, პრინც ჯორჯთან, პრინცესა შარლოტასთან და პრინც ლუისთან ერთად პოზირებენ.

საინტერესოა, რომ 2019 წლის საშობაო ფოტო რადიკალურად განსხვავდება წინა წლებში გამოქვეყნებული ოფიციალური პორტრეტებისგან. ოჯახი არაოფიციალურ გარემოში პოზირებს და ყველას ჯინსები აცვია.

ფოტოს ავტორი მეტ პორტუსია და ის ანმერ-ჰოლშია გადაღებული. ამვე დროს ეს პრინც  ლუის მორიგი ახალი ფოტოა, წამოზრდილი პატარა პრინცი ცოტა ხნის წინ ბაბუის, პრინც ჩარლზის იუბილეზე ვნახეთ. კენსინგტონის სასახლის გვერდზე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მისალოცი ფოტოც გამოაქვეყნეს. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ქორწილის დღეს, ფეიერვერკების ფონზე არიან გადაღებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები