LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემური რუსები ოლიმპიადაზე არ იქნებიან

148

რუსი სპორტსმენები, რომლებთაც წარსულში დოპინგთან პრობლემები ქონდათ, ოლიმპიადაზე არ წავლენ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი რიოს ოლიმპიური თამაშებიდან არ მოხსნა და ამის უფლება სპორტის საერთაშორისო ფედერაციებს გადაულოცა. ამასთან, სოკ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი სპორტსმენები, რომლებთაც ადრე პრობლემები ქონდათ აკრძალული პრეპარატების გამოყენებასთან, არ გამოვლენ რიოს თამაშებზე. ეს იმ სპორტსმენებსაც ეხებათ, ვისაც დისკვალიფიკაციის ვადა უკვე მოხდილი აქვთ. ამ პუნქტში მოხვდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ცურვაში იულია ეფიმოვა, რომელმაც 1.5-წლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

შეგახსენებთ, ოლიმპიადა სტარტს 5 აგვისტოს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები