LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ პროცესის მიზანი გვარამიას დაკავებაა – ნოდარ მელაძე

250
40ee6c128466892f8c23ac0a803e7782 (1)

ნოდარ მელაძე გამოკითხვიდან გამოვიდა. ის ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მასაც გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი პროკურატურაში, სადაც მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

პროკურატურიდან გამოსული მელაძე აცხადებს, რომ მისი აზრით, ამ პროცესის მიზანი ნიკა გვარამიას დაკავებაა.

“რომ გითხრათ, რომ ბევრი რამ ვუთხარი, ვერა, იმიტომ რომ რამდენიმე კითხვა იყო სულ. ეხებოდა რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ბონუსებს. ვუპასუხე, რომ იმ პრინციპით ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახერხებდა”, – ამბობს მელაძე. 

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე დაიბარეს

დღეს სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები