LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროდიუსერს ლამისაა ღვინო ვთხოვო, ხომ შეიძლება ქალმა სადღეგრძელო ვთქვა, გაუმარჯოს იმ კომპანიას, რომელმაც დისკომფორტი შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს” – ანა დოლიძე

704
ანადოლიძესადღეგძელო

ანა დოლიძემ “ტვ პირველში” სტუმრობა სადღეგრძელოთი დაიწყო და მან შვეიცარიელები მართალია წყლით, მაგრამ მაინც პირდაპირ ეთერში დალოცა, ბიძინა ივანიშვილისთვის დისკომფორტის შექმნისთვის.

“პროდიუსერს ლამისაა ღვინო ვთხოვო და სადღეგრძელოთი დავიწყო, არც მეტი არც ნაკლები “კრედიტ სვისის”. გაუმარჯოს ამ შვეიცარიელებს, ხომ შეიძლება ქალმა სადღეგრძელო ვთქვა, გაუმარჯოს იმ ხალხს, რომელიც ჩვენგან ძალიან შორს ზის, დიდად არც აქვს წარმოდგენა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რამხელა ზიანი მიაყენა ქართველობას და საქართველოს მოქალაქეებს ამ მმართველობამ, უპასუხისმგებლობა მმართველობის მიმართ ბიძინა ივანიშვილსა და იმ კომპანიას, რომელმაც დისკომფორტი შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს ერთხელ მაინც და ალბათ არაერთხელ მომავალში. ის შეაწუხა იმ ქცევებისთვის, რომელსაც ის წლების განმავლობაში ჩადის და რისთვისაც არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფასს არ იხდის. რატომ დაწერა ეს წერილი ირაკლი ღარიბაშვილმა ახლა და რატომ დაწერა ეს წერილი ივანიშვილმა ახლა? ძლივს ვიღაცამ შეუქმნა მათ დისკომფორტი – არათუ ჩამოართვეს, არამედ შეუჩერეს 600 მილიონის გადარიცხა. გაუმარჯოს ამ ხალხს, დიდი მადლობა.

“ოცნებას” კი ვეტყვი, მეგობრებო, ჯინი უკვე გამოშვებულია ლამპიდან. მთელი საერთაშორისო საზოგადოება უკვე ამხედრებულია. ახლა რა უნდა ქნათ, ისე როგორც საქართველო იყიდეთ ტომარა-ტომარა რაც იყო დარჩენილი, ასე ხო არ ჩამოივლის ევროპარლამენტს, არ ჩამოივლის, ის ფულიც ენანება მაგას როგორც ჩანს. ჯინი უკვე თავიდან ბოლომდე გამოშვებულია. საერთაშორისო საზოგადოებრიობაში ბიძინა ივანიშვილის სახელი უკვე შექმნილია, როგორც ოლიგარქისა. ამათ შემოტრიალება აღარ იქნება, მას ურჩევნია დროზე და მშვიდობიანად ჩაალაგოს ჩანთა”- განაცხადა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები