წითელი, ყვითელი და მწვანე მცენარეული საკვები არა მარტო საკუთარი ფერადოვნებით გვახარებენ, არამედ მხედველობასაც გვიუმჯობესებენ სასარგებლო ნივთიერებების წყალობით. ასე რომ, თუ არ გინდათ დროზე ადრე გახდეთ ოფთალმოლოგის პაციენტი, შეიტანეთ საკუთარ რაციონში მეტი ფერადი პროდუქტი:

* ბეტა-კაროტინით და А ვიტამინით მდიდარი სტაფილო აუმჯობესებებს მხედველობას და იცავს თვალებს ინფექციური დაავადებებისგან.

* მოცვი ხსნის დაღლილობას და უფრო მკაფიოს ხდის მხედველობას. მიირთვით მოცვი და დარწმუნებული იყავით, რომ ნისლიან ამინდშიც არაფერი გამოგეპარებათ!

* ლუტეინის შემცველი წითელი ტკბილი წიწაკა მზის სათვალესავით იცავს თვალის ბადურას და ეხმარება თვალის უჯრედებს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. თუმცა, სითბური დამუშავების დროს ლუტეინი იშლება, ამიტომ მიირთვით მხოლოდ ცოცხალი ბოსტნეული.

* ზაექსანტინი, რომელსაც სიმინდი, ფორთოხალი, მანგო და ატამი შეიცავს, ლუტეინის მსგავსად იცავს ბადურას ჩამოშლისგან და თვალის ბროლს დაბინდვისგან.

* თევზი დიდი ოდენობით ტაურინს, Е ვიტამინს და სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, იცავს თვალებს სიმშრალისგან და ადრეული სიბერისგან.

* ასკილი დიდი ხანია ითვლება თვალის ბადურის დისტროფიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად.

* С ვიტამინით მდიდარი ციტრუსი იცავს თვალებს ინფექციისგან და ასაკობრივი დაავადებებისგან.

 

მსგავსი თემები