LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტი, რომელიც წლამდე ბავშვს არ უნდა მივცეთ

1251

წლამდე ბავშვისთვის ბევრი რამის მიცემა არ შეიძლება – ძეხვის, კანფეტის, შებოლილი პროდუქტების, კონსერვების და ა.შ. გთავაზობთ ჩამონათვალს, რისი მიცემა არ შეიძლება ბავშვისთვის მინიმუმ ერთ წლამდე :

 

  1. სოკო. სამ წლამდე ბავშვს სოკოს ნუ აჭმევთ. ეს პროდუქტი ძალიან ძნელად მოსანელებელია და ბავშვს კუჭ-ნაწლავს გაუღიზანებს.
  2. თხილეული. სამ წლამდე თხილის, ნიგვზის, ნუშის და ა.შ. მიცემა ბავშვისთვის მიზანშეწონილი არ არის, ბავშვის ორგანიზმი მას არ ითვისებს და სარგებელი არ აქვს, ამასთან, თხილეული ალერგიული პროდუქტია.
  3. ტკბილი წიწაკა უმი სახით 1.5 წლამდე ბავშისთვის არ შეიძება, რადგან დიდი რაოდენობით ეთერზეთებსა და ბოჭკოს შეიცავს.
  4. ბადრიჯანი ორ წლამდე რეკომენდებული არ არის, რადგან შეიცავს ასევე დიდი რაოდენობით ბოჭკოს. ამასთან, ბადრჯანი ალერგიულია ბავშვებისთვის.
  5. ჭარხალი უმ მდგომარეობაში ასევე წლამდე არ უნდა მივცეთ, ბოჭკოს დიდი რაოდენობისა და ალერგიულობის გამო, თუმცა მოხარშული ჭარხლის მიცემა 10 თვიდან შეგიძლიათ.
  6. პარკოსნები 1.5 წლამდე სასურველი არ არის, რადგან, შესაძლოა, მუცლის შებერვა გამოწვიოს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ სწორად მომზადება. მარცვლეული ხშირად შეიცავს ბევრ ტოქსიკურ კომპონენტს, მათ შორის ლექტინს.
  7. კიტრი ძნელად გადამუშავდება, მასში ცოტაა სასარგებლო ნივთიერება, იწვევს მუცლის შებერვას.
  8. პომიდორი ძალიან ალერგიულია და მას ბავშვის ორგანიზმი ძნელად ითვისებს.
  9. ბოლოკი მუცლის შებერვას იწვევს და მძიმედ მოსანელებელია კუჭისთვის.
  10. ყველი შეცავს А, В, РР ვიტამინებს, მარილს, კალციუმს, ფოსფორს და რძემჟავა პროდუქტს. არამლაშე და უცხიმო ყველის მიცემა ბავშვებისთვის 1 წლიდან შეგიძლიათ. 10%-იანი და 17%-იანი ცხიმით ყველი ბავშვებისთვის იდეალურია. დღიური ნორმა არის 3 გრამი, კვირაში – 21 გრამი.
  11. მაკარონი წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება, რადგან ფერმენტები, რომელიც ფქვილის გადამუშავებისთვის არის საჭირო, ადამიანის ორგანიზმში დაბადებიდან 1 წლის შემდეგ ჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები