LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტს „აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელს გამარტივებული პროგრამა ექნება

37739164_1640207732774759_7906558067746013184_n

2019 წელს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტს „აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელს მნიშვნელოვნად გამარტივებული პროგრამა ექნება. ამასთან, მამუკა ბახტაძემ მიმოიხილა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც პროგრამის დაფინანსებასა და მასში ჩართულობას ეხებოდა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „აწამოე საქართველოში“, ეს პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს რეგიონებში. ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი გახლდათ 503 013 რეგიონული პროექტი და ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 50 მილიონ ლარამდე. თანადაფინანსების სახით თითქმის 23 მილიონი ლარი გაიცა, გვყავს 8 500 ბენეფიციარამდე. მიმდინარე წელს მიკრო გრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულ აპლიკანტებს შორის 45% არის ქალი მეწარმე. საერთო ჯამში, წლევანდელი კონკურსების გათვალისწინებით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შეადგენს 6 230-ს და თანადაფინანსების თანხა კი 47 მილიონ ლარზე მეტია.

წელს, ასევე განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს და მომდევნო წელს „აწარმოე საქართველო“ მნიშვნელოვნად გამარტივებული პროგრამით შეხვდება, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული“, – განმარტა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები