LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროფესიონალის დაქირავება თუ გინდა, ღირსეული ჰონორარის გაცემაც უნდა შეგეძლოს, სხვა შემთხვევაში თვითონ ხარ უღირსი!“ – ჯანი ვერსაჩეს ცნობილი გამონათქვამები

6825
ჯორჯ მაიკლი

იტალიელ დიზაინერს, რომელმაც თანამედროვე მოდას სექსუალურობა შემატა, ქალბატონებს კი, საკუთარი სამოსით შინაგანი სამყაროს გამოხატვის შესაძლებლობა მისცა, ყოველთვის სჯეროდა, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა მარცხს აუცილებლად ახალი გამარჯვება მოაქვს.

fortuna.ge გთავაზობთ ჯანი ვერსაჩეს ფრაზებს:

ზოგერ ცუდი რეპუტაცია უფრო სასარგებლოა, რადგან არამზადები ბევრად თავისუფლად და საინტერესოდ ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც ცდილობს ყოველთვის სწორად მოიქცეს.

ძვირადღირებულ ნივთებში ფულის ხარჯვა მხოლოდ მდაბიოს ჩვეულებაა, რადგან ვერ ხვდება, რომ  ძვირადღირებული არასდროს გახდება ფასეული.

მოდური სამოსი სიამოვნებას განიჭებს, მაგრამ მხოლოდ მოდურად ჩაცმაზე ფიქრი – უკვე ფსიქიატრის სამკურნალოა.

მაღალი მოდა ხელოვნების ერთადერთი ფორმაა, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებს იყენებს, მაგრამ მაინც ახერხებს საკუთარი თავის შენარჩუნებას.

თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია შესაფერისი იმიჯის გარეშე გადარჩენა, რადგან ადამიანებს იმის სჯერათ, რასაც აჩვენებ და არა იმის, რაც სინამდვილეში ხარ.

ტანსაცმელი ადამიანის სულს ჰგავს, რადგან ისიც ერთადერთი და განუმეორებელია, ქალი კი, უმანკო ქმნილებაა და არა მიზეზი მანკიერი გართობისთვის.

ნუ გამოეკიდები ბრენდებს, ნუ მისცემ მოდას მართოს შენი ცხოვრება, თვითონ გადაწყვიტე ვინ ხარ და რისი თქმა გინდა საკუთარი სამოსით.

სიყვარული ჩემს ნაკლს ააშკარავებს, რადგან შეყვარებული იუმორის გრძნობას ვკარგავ.

ყველაფერი ცუდი გარკვეული მიზეზით ხდება, თუმცა ზოგჯერ მიზეზი მხოლოდ სიბრიყვე და მცდარი გადაწყვეტილებაა.

თუ გარეგნობით, განათლებით და სოციალური სტატუსით მსგავსი ქალები მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ ერთს ვერსაჩეს კაბა აქვს, მეორეს კი არა, ადვილი მისახვედრია, ვინ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მამაკაცებში.

არასდროს ვეკამათები ქარს, რადგან მან ზუსტად იცის, საით დაუბეროს, ჩვენ კი, მხოლოდ მისი მიმართულება უნდა განვსაზღვროთ.

მუშაობისას მოთმინება და კოლეგების პატივისცემაა საჭირო, განურჩევლად იმისა, რომელ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და როგორია მათი მსოფლმხედველობა.