LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კემბრიჯის უნივერსიტეტი პროფესორმა 3770 წლის წინანდელი რეცეპტებით მესოპოტამიური კერძები მოამზადა

211
bill sutherland

კორონავირუსთან დაკავშირებულმა საყოველთაო კარანტინმა ალბათ ყველა ჩვენგანში გამოაღვიძა შეფ-მზარეული, ზოგიერთს კი საკუთარი კულინარიული ნიჭის გამოცდა კარანტინის შემდეგაც ძალიან მოსწონს. ასეთ ადამიანებს შორისაა კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი ბილ საზერლენდიც, რომელიც ჩვეულებრივ კერძებს არ დასჯერდა და გადაწყვიტა მსოფლიოში უძველესი რეცეპტების მიხედვით მოემზადებინა საჭმელი.

უძველესი რეცეპტები ერთ-ერთ მესოპოტამიურ თიხის ფირფიტაზეა ამოტვიფრული, მათი პრაქტიკაში გამოცდის იდეა კი საზერლენდს მას შემდეგ მოუვიდა, რაც მესოპოტამიური კულტურის ექსპერტის, პროფესორ მოუდი ალ-რაშიდის წიგნი შეიძინა.

თავისი კულინარიული ექსპერიმენტის შესახებ საზოგადოებას საზერლენდმა „ტვიტერის“ საკუთარი ანგარიშის საშუალებით ამცნო, აღნიშნულმა პოსტმა კი სოციალურ ქსელში პროფესორი ძალიან პოპულარული გახადა.

„როდესაც დავინახე წარწერა: „ეს პოსტი 3.7-მა მილიონმა ადამიანმა ნახა“, ვერ დავიჯერე.“ – ამბობს საზერლენდი, რომელმაც დაახლოებით 3770 წლის წინანდელი რეცეპტებით ოთხი კერძი მოამზადა და პურიც გამოაცხო.  მისი განცხადებით, კერძები საკმაოდ იოლი მოსამზადებელი იყო. განსაკუთრებით ბილს ის ფაქტი მოეწონა, რომ შუამდინარული კერძების ინგრედიენტებს შორის ხახვი, პრასი, ნიორი და ქინძი აღმოჩნდა.