LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვს

332
pjimage

პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის, რომელიც 31 ივლისს არის ჩანიშნული, 1 თვით გახანგრძლივებას მოითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით ბრალდების მხარე სასამართლოს დღეს მიმართავს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 1 თვის წინ 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. 4-დღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. სიკვდილამდე მოკლე პერიოდში კი ფეხბურთელს მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ.

“ვწუხვარ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა” – გიორგი შაქარაშვილის და “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტზე

დღეს შიშისგან გული უნდა გქონდეთ გახეთქილი და არა ექსპერტს ან გვარამიას ებრძოდეთ! – ირინა სარიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები