LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ სოცქსელებიდან შესაძლო წაშლილ მასალებზე დახმარება აშშ-ს სთხოვა

147
BeFunky-collage (9)

საქართველოს მთავარი პროკურატურაში ადასტურებენ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართეს.

საუბარია სოციალური ქსელებიდან შესაძლო წაშლილ პოსტებსა თუ მიმოწერაზე.

პროკურატურა აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებს სთხოვს, სოციალური ქსელებიდან, კერზოდ, “ფეისბუქიდან” და “ინსტაგრამიდან” ამოიღონ საქმის მონაწილე 30 პირის მიმოწერა, რომელიც შესაძლოა, წაშლილი იყოს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა.

“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ”- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

პროკურატურის ცნობით,  ამერიკული მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, დღეს, 18 ივლისს, სოციალური ქსელების შემოწმების მიზნით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა და 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ.

ანა გაბეჩავა გამოკითხვის შემდეგ: “კითხვები არ დასმულა, ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები