LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურაში არქიმანდრიტი გამოკითხეს – რა უთხრა მან უწყებას დავით გარეჯის მონასტერზე

125
kirioni

ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში არქიმანდრიტ კირიონის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა საუბარი დავით გარეჯის თაობაზე იყო.

მე მგონი ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

დავით გარეჯთან ვითარება გართულდა, აზერბაიჯანელებმა კარავი გაშალეს, გზა ბლოკირებულია

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა იქ არსებულ სიტუაციაზე, როცა აზერბაიჯანთან სადავო საზღვრების საკითხი წამოიწია. მაშინ არქიმანდრიტი ამბობდა, რომ იმ პერიოდში სიტუაცია უცვლელი იყო,  აზერბაიჯანელ სამხედროებს ისევ დაკავებული ჰქონდათ ტერიტორიები და კვლავ არ უშვებდნენ იქ მომლოცველებს. უცნობია, ახლა ზუსტად რა ინფორმაცია მიაწოდა მან გენერალურ პროკურატურას.

პოპულალურები