LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა

109
1595422752-maxresdefault

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. ამის შესახებ პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს.

სადრაძის თქმითვე, პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი პირის მიმართ. კერძოდ, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ. მათ ბრალად ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტორაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ, უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და გამოძიების შედეგების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება.“-განაცხადა პროკურორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები