LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორს, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

593
BeFunky-collage - 2020-03-10T142834.962

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაკავებული დავით შაკიაშვილის საქმეზე იმსჯელეს. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, პროკურორს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროკურორი შაკიაშვილის უფლებებს სასამართლოზე 8 ადვოკატი იცავდა.

მოსამართლეს თხოვნით, თავად ბრალდებულმაც მიმართა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებინა, თუმცა მოსამართლემ  თხოვნა არ გაითვალისწინა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ასევე, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი.

პროკურორი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

შეგახსენებთ, რომ პროკურორი შაკიაშვილი ქრთამის აღების დროს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები