LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი და დაპირისპირება ამსტერდამში – ნიდერლანდში კორონავირუსის შეზღუდვებს აპროტესტებენ

101
კორონა ამსტერდამი

ამსტერდამში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე ათასი დემონსტრანტი ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და შემზღუდველი ზომები გააპროტესტა.

დემონსტრანტების მცირე ჯგუფი პოლიციას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს. გავრცელდა ინფორმაცია ერთი დემონსტრანტის დაკავების შესახებ.

ჩაკეტვის პირობებში ყველა მეორეხარისხოვანი მაღაზია, ასევე ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები დახურულია.