LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროტესტი იქნება მწვავე” – ოპოზიცია მასშტაბურ მსვლელობას გეგმავს

95
aqcia

მთავარი პირობა არ შეიცვლება, – ოპოზიცია პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადება. მათ შორის საპროტესტო აქცია და მსვლელობა პარასკევისთვის უკვე დანიშნულია. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, აქცია-მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

ხელისუფლების ოპონენტები საპროტესტო გამოსვლებს პარასკევამდეც გეგმავენ. ისინი ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ ბერკეტად, საერთაშორისო ურთიერთობების გამოყენებას და დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს გეგმავენ.

“გასაგებია, რომ მათთვის წითელი ხაზია ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენთვის ეს არის ის საკითხი, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად მიგვაჩნია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამიტომ, კეთილგონიერებას უნდა მოუხმონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. იგეგმება ავტომობილების აქცია თბილისსა და რუსთავში, ისევე როგორც 26-ში და ზოგადად, რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის რომ აღვუდგეთ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, რომ დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მწვავე პროტესტს აანონსებს.

“ჩვენ ვნახეთ კატასტროფულად მძიმე შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა ამის შეცვლა, ამისთვის პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს და დავსხდეთ ვილაპარაკოთ ვადაზე, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს,” – ამბობს გიგი უგულავა.

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ქვეყანა სტაგნაციაში დარჩება.

პოპულალურები