LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი საკმაოდ მწვავე იქნება, რომელიც უზურპატორ „ქართულ ოცნებას“ აიძულებს დათმოს და ხელისუფლება ქართველ ხალხს დაუბრუნოს: დავით კირკიტაძე

47
დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ხელისუფლება კრიზისისა და პრობლემების გადაჭრის შანსს არ ტოვებს. მისი თქმით, როდესაც ეს მოლაპარაკების მაგიდასთან არ ხდება, პროცესი ქუჩაში გადადის.

როგორც  კირკიტაძე აცხადებს, პროტესტი  საკმაოდ მწვავე იქნება, რომელიც უზურპატორ, „ქართულ ოცნებას“ აიძულებს დათმოს და  ხელისუფლება ქართველ ხალხს დაუბრუნოს.

„თქვენ ნახეთ რვა პოლიტიკური პარტიის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც  სულისკვეთებითაა განმსჭვალული, რათა პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდეს და  ქვეყანამ  პოლიტიკური კრიზისი მალე დაძლიოს.

ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზეა – ვნახოთ, ისინი რა გადაწყეტილებას მიიღებენ “.  – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტში შევა: “ქართული ოცნების” დეპუტატები ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები