LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის ნიშნად ლურსმნები გადაყლაპა, დაწყებული აქვს შინაგანი სისხლდენა – ბექა ლატარია შატალოვას მკვლელობას არ აღიარებს

1250
Untitled design (49)

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია ამტკიცებს, რომ ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

ლატარიამ წერილი „ტვ პირველს” გაუგზავნა, სადაც ირწმუნება, რომ ციხეში მას  წყლით სავსე ბოთლებით სცემეს და აწამეს.

„მთავარ სამმართველოში წამათრიეს, იქ მიყვანამდე არ ვიცოდი რა ხდებოდა. სკამზე ხელებზე უკანშეკრული დამაბეს და ვიღაც უფროსი შემოვიდა, რომელიც თავიდან ჯიმათი მომმართავდა.

მითხრა ასეთი რამ: ჭიამ, .. კანონიერმა ქურდმა გადაგიხადა შენ 20 ათასი დოლარი, თუ ამ ქალს მოკლავდი და დაგპირდა ქურდად მონათვლას ამას იტყვიო, რაზეც კატეგორიული უარი ვითხარი.

ამ დროს ბრძანება გასცა, არ დააძინოთ, სანამ არ აღიარებს ურტყითო.

მთელი ღამე წყლით სავსე ბოთლს თავში მიტყამდნენ. არ ვიცი როგორ გადავრჩი, მეგონა გავგიჟდებოდი. მაინც გავუძელი არაფერზე ხელი არ მომიწერია. მაქვს ნემსები ალურსმნები გადაყლაპული“, – აღნიშნულია წერილში.

ლატარია ახალგაზრდა ქალის მკვლელობას არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 20-მდე ნივთი, მათ შორის, ლურსმნები გადაყლაპა. ლატარიას მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას შინაგანი სისხლდენა აქვს დაწყებული.

ლატარიას მეუღლე დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.

„დანაშაულს არ აღიარებს, შიმშილობას აცხადებს, თვითდაზიანებებს იღებს, უდანაშაულოა ჩემი მეუღლე, მხოლოდ ერთი სამხილი აქვს გაყალბებული ვიდეო.

მივმართავ დაზარალებულის ოჯახს, გთხოვთ, გაარკვიოთ ვინ არის ნამდვილი მკვლელი, უდანაშაულო ადამიანს ნუ აწმინდავთ ხელს”, – ამბობს ბრალდებულის მეუღლე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები