LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო „სტივი ევორდსი“ მიიღო

191

ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვება „სტივი ევორდსზე“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. ამასთან დაკავშირებით, კომპანია სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, 13 სექტემბერს 13სთ-ზე პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიებას წარუძღვებიან „PSP ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი და PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.

როგორც ”ფორტუნას” PSP-დან აცნობეს, „სტივი ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოვებაა.

”200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“  ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა”,- აცხადებენ ფარმაცევტულ კომპანიაში. 

მათივე ინფორმაციით, ექსპერტების შეფასებით PSP-ს რებრენდინგმა მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული აღიარება და მოწონება დაიმსახურა. ექსპერტების შეფასებით „ეს არის წარმატებული და შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მთლიანად დარგის ბაზარს უბიძგებს განვითარებისკენ”.

2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება 21 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართება, რომელზეც PSP-ს გადაეცემა ჯილდო „წლის საუკეთესო რებრენდინგი/განახლება“.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს „სტივი ევორდსის“ გამარჯვებულები არიან მსოფლიოს ისეთი უდიდესი კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Ford, Samsung და სხვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები