10 აპრილიდან პსპ-ში ბავშვთა კვებაზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო. ყველა მომხმარებელს, ვინც ბავშვთა კვების ორ ერთნაირ პროდუქტს შეიძენს, საჩუქრად მესამე ანალოგიური პროდუქტი გადაეცემა. აქცია ეხება საბავშვო კვების ყველაზე მოთხოვნად ბრენდებს: ჰიპი, ჰუმანა, ფრისო, ნუტრილონი, ნესტლე, ვინი, ჰეინცი.

„მომხმარებელი პსპ-გან უკვე შეეჩვია მრავალფეროვან და განსაკუთრებულ აქციებს ბავშვთა პროდუქტებზე. დღეიდან ჩვენს სააფთიაქო ქსელში ბავშვთა კვების პროდუქტებზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო – „2=3“. ანუ, დღეიდან ჩვენს სააფთიაქო ქსელში არამარტო ბავშვის საფენებზეა ყველაზე დაბალი ფასები, არამედ ბავშვთა კვებაზეც. ბავშვის საფენები და კვება ოჯახის ყველაზე დიდ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე და ამიტომ მათ საშუალებას ვაძლევთ, ყველაზე მეტი სწორედ ამ პროდუქტების შეძენისას დაზოგონ და მათთვის სასურველი საბავშვო პროდუქტები საუკეთესო პირობებით სწორედ პსპ-ს ქსელში შეიძინონ,“ – აცხადებენ პსპ-ში.

მათივე ცნობით, ბავშვთა პროდუქტებზე აქციები პსპ-ს 210 აფთიაქში, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მიმდინარეობს და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები