ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

PSP-ში გერმანული კოსმეტიკური ბრენდის „სებამედის“ გათამაშება დაიწყო. ყველა მომხმარებელი, ვინც PSP-ში გერმანულისებამედისნებისმიერ პროდუქტს შეიძენს, ყოველ 20 ლარზე ერთ ბილეთს მიიღებს. გათამაშებაში ათი ათასამდე პრიზია, მათ შორის: საყოფაცხოვრებო  ტექნიკა, სებამედის პროდუქტები მთელი ოჯახისთვის და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში 2 ადამიანზე.

სებამედიგერმანული კომპანიისსებაფარმასკოსმეტიკური ხაზია, რომლის ყველა ინგრედიენტიც მხოლოდ გერმანიაში იწარმოება. „სებამედის“ ყველა პროდუქტის  pH 5,5-ია, რაც ჯანსაღი კანის გარანტიაა. „სებამედის“ პროდუქტები ბავშვებისთვის დაბადებიდან, ასევე ზრდასრულთათვის გამოიყენება. „სებამედის“ ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკის ნაკრებები საუკეთესო საჩუქარია მთელი ოჯახისათვის.

ცნობისთვის, საქართველოშისებამედისექსკლუზიური პარტნიორი სააფთიაქო ქსელი PSP-. „სებაფარმამ“ საქართველოში ექსკლუზიურ პარტნიორად ლიდერი ფარმაცევტული კომპანია „PSP“ აირჩია. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ კომპანიას შორის 2012  წელს გაფორმდა. ბოლო შვიდი წელია უმაღლესი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო  „სებამედის“ პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

მსგავსი თემები