LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური არ გაძვირდება, რადგან სუბსიდირება განხორციელდება – პურის მცხობელთა ასოციაცია

100
პური-ძვირდება

„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ამბობს, რომ რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის გაძვირება, სუბსიდირების ხარჯზე, არ მოხდება – ეს მდგომარეობა კი გათვალისწინებულია აპრილამდე.

მალხაზ დოლიძის თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან ის მწარმოებლები, რომლებიც 1 ტონა ფქვილს ხარჯავენ.

„რეალობა ასეთია – არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფაქტობრივად გაორმაგებულია ხორბლის ფასები. მდგომარეობა ურთულესია – ჩვენი ლარის მიმართებაში და საერთოდ ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებზე. მინდა იცოდეთ, რომ პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, სატკივარი და საფიქრალი. მეწარმეები შექმნილ ვითარებას გაგებით ვეკიდებოდით და ყოველთვის საკითხებს ვაყენებდით მთავრობის წინაშე. მე მინდა დავაფიქსირო, რომ პური არ გაძვირდება, რადგან სუბსიდირება განხორციელდება”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ფასი პურის მწარმოებლებისთვის არ გაიზრდება.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პურის ფასის ზრდის პრევენციისთვის სუბსიდირებას მარტის თვემდე გააგრძელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები