LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური, შაქარი, ხორცი, ზეთი და სხვა პროდუქტები ისევ გაძვირდა – რა ინფორმაციას აქვეყნებს “საქსტატი”

244
მოხუცი

ფასების ზრდა გრძელდება – “საქსტატის” ინფორმაციით,  მხოლოდ ერთ თვეში, ანუ ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. 

რაც შეეხება წინა წლის ნოემბერთან შედარებით არსებულ სიტუაციას, 2019 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით არის გაზრდილი. ცალკეულ პროდუქტებზე კი ფასებმა სხვადასხვა პროცენტით მოიმატა. პური  11.5%-ით გაძვირდა, ფქვილი — 16.6%-ით, ყველის ფასი 18.6%ით გაიზარდა, ხოლო მზესუმზირის ზეთის — 4.5%ით, ასევე მომატებულია ფასები შაქარზე  21%-ით, ღორის ხორცი  13.4%ით გაძვირდა, ძროხის ხორცი — 18.6%-ით, ფასების ზრდა ფიქსირდება კვერცხზე 3, 4%-ით, კარტოფილზე კი – 18, 7%-ით. გაძვირებულია მაკარონიც 4, 8%-ით.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის პროდუქციას მთელი სამომხმარებლო კალათის თითქმის მესამედი უჭირავს, შესაბამისად ეს მოქალაქეების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის ჩამონათვალია. აქ ფასების ზრდა წლიურად საერთო ჯამში 13,4%-ია. 

ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სახეობის საკვებზე. ასევე მომატებულია ფასები ტრანსპორტისა და ჯანდაცვის ჯგუფებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები