LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური ზოგან გაძვირდა,ზოგან – არა, ყოველ შემთხვევაში ფასი ამაზე მეტი არ იქნება- ნუკრი ქანთარია

qantaria

„პური ზოგან გაძვირდა, ზოგან – არა. თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია ხოლმე,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პურზე ფასი ამაზე მეტად არ აიწევს.

„პური ზოგან გაძვირდა, ზოგან – არა. ფასი ყველგან ერთიანი არ არის. შემდგომში, შესაძლოა, რომ ისევ დაიწიოს. ყოველ შემთხვევაში ფასი ამაზე მეტი არ იქნება. თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია ხოლმე. მხოლოდ დიქტატორულ, ტირანიის ქვეყანაში შეიძლება დაიბარო მინისტრები და უთხრა – ადექი, რაც გინდა გააკეთე, თუ არადა მოგაჭრი თავს. დარბის მერე მინისტრი, ის სხვას აჭრის თავს და პურის ფასი არ იცვლება. მგონი ეს სიტუაცია არ გვაქვს ჩვენ და კარგია, რომ არ გვაქვს. არც ის არის სამართლიანი, რომ წონაში მოატყუო ვინმე და ვითომ ფასი შენარჩუნდა. რადგან თქვა პრემიერმა, პურზე ფასის მომატების მიზეზს, ალბათ, გამოიძიებენ. ვფიქრობ, ეს დროებითი ამბავია,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პური გაძვირდა – კომპანიებმა ფასები 10-15 თეთრით გაზარდეს.გაძვირების მიზეზად, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. „დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.

პურის გაძვირებაზე მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის. ეკონომიკის მინისტრმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლება პურის ფასს არ არეგულირებს.

სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადება დღეს პრემიერმაც გააკეთა. მამუკა ბახტაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მეწარმეებმა პროდუქტი არა გადაუდებელი აუცილებლობის გამო, არამედ არასამართლიანი კონკურენციის გამო გააძვირეს.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები