LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირდათ

186
puri

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები