LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინ ხუილო“: ქართველმა და ლატვიელმა გულშემატკივრებმა პუტინს ერთად უმღერეს (ვიდეო)

90

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა რიგაში ლატვიასთან ითამაშა. მოგეხსენებათ, ორივე ქვეყანას მთლად საამური დამოკიდებულება არ აქვს რუსეთთან. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ მატჩის მიმდინარეობისას ქართველი და ლატვიელი გულშემატკივრები „პუტინ ხუილო“-ს ერთად მღეროდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მოგებით საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. საქართველო ერთა ლიგის D დივიზონში პირველია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=ktoXz7JLe2s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები