LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი – ხ*ლო – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

189
Untitled-design-61

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ულიანა სუპრუნი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდამჭერი პოსტით ეხმიანება.

ის პარლამენტის წინ შეკრებულ მოქალაქეებზე წერს, რომ ისინი თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ.

“რუსეთი – ოკუპანტი” და “პუტინი – ხ*უილო” – ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან”, – დაწერა მან “ტვიტერზე”.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მანამდე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც გაავრცელა. მან უკრაინელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები