LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ოკუპანტია, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა – რუსეთის მოქალაქეები აქციას მართავენ

268
რუსეთი ოკუპანტიაა

„ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ – ამ წარწერებიანი ტრანსპარანტებით საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, საქართველოში მოგზაურობისას თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

„დღეს აქ ვარ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. მათ ვეუბნებით, რომ მათ გვერდით ვდგავართ. 27-ე დღეა ისინი საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, მე მხარს ვუჭერ მათ და ვაცხადებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% ოკუპირებულია. საქართველოს გარდა რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაციაც. მე თავისუფალ საქართველოს ვუჭერ მხარს. 2 წელია აქ ვცხოვრობ და თავს ვგრძნობ თავისუფლად. აქ არანაირი რუსოფობიური აქციები არ მიმდინარეობს. ხალხი იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათივე თქმით, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია.

„თბილისსა და საქართველოში თავს ვგრძნობ უფრო თავისუფლად ვიდრე რუსეთში. ეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ, აგვისტოს ომი რუსეთის ამბიცია იყო, პუტინი კი ოკუპანტია“, – აცხადებს აქციის მონაწილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები