LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინი ტერორისტია“, „დიდება უკრაინას“ – რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს

33
1

„რუსი ხალხი მხარს არ უჭერს რეჟიმს“, „პუტინი ტერორისტია“, „დიდება უკრაინას“ – რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.

აქცია ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც 300-მდე ადამიანი დაესწრო.

„შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინელი დევნილების დასახმარებლად მომიტინგეებმა ფული და ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.

ფოტოები: ინტერპრესნიუსი

პოპულალურები