LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს და მედვედევს ხელფასი გაუზარდა

253
755704623554388

რუსეთის პრეზიდენტმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს ხელფასი მოუმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პუტინისა და პრემიერის გარდა, შემოსავალი გაეზარდათ თავდაცვის, საგანგებო სიტუაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის და დაცვის ხელმძღვანელებსაც.

ხელფასების ზრდამ, რომელიც პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული 4,3% შეადგინა და ინფლაციასთანაა დაკავშირებული.

რუსეთის პრეზიდენტი წინა წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი დაახლოებით 133,000 დოლარი იყო.

ვლადიმირ პუტინი დღეს იუბილარია. ის დაბადების დღის აღსანიშნავად, გუშინ ციმბირის ტაიგას ეწვია. როგორც ამბობენ, მას შემოდგომის ბუნება ძალიან უყვარს.

საჩუქარი ცხინვალისგან: ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები