LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ლენინის ნეშტი მართლმადიდებელ წმინდანთა ნაწილებს შეადარა

78

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას, ლენინის მავზოლეუმი და მისი ნეშტი კი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ტელეკომპანია Россия 1-ის გადაცემა Вести недели-სთან ინტერვიუში განაცხადა

 

“აი ხედავთ, ლენინი არის მავზოლეუმში. რით განსხვავდება ეს მართლმადიდებელ წმინდანთა ნაწილებისაგან? როდესაც მეუბნებიან, რომ ქრისტიანობაში მსგავსი ტრადიცია არ არის, როგორ არ არის, წადით ათონში, ნახეთ იქ, არის წმინდანთა ნაწილები, აი ჩვენც აქ გვაქვს ასევე წმინდა ნაწილები.” თქვა მან.

პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომუნისტური იდეოლოგია ქრისტიანობას ჰგავს. “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა – ეს ყველაფერი წერია წმინდა წერილში. და კომუნიზმის კოდოქსი? ეს უბრალოდ ბიბლიის პრიმიტიული ფორმაა, არაფერი ახალი არ მოუფიქრებიათ.”

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ეს სიტყვები შეიძლება ვიღაცებს არ მოეწონოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები