LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინმა მუხლში ბრჭყალები ჩამასო, ნაზარბაევს ნაზად ვუყვარდი, ტრამპთან ერთად ფანტანებში დავხტოდი“ : სააკაშვილის ინტერვიუმ ინტერნეტმომხმარებლები გაახალისა

381
22

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან და უკრაინის მთავარ რეფორმატორთან დიმიტრი გორდონის ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სააკაშვილი ჩვეული იუმორით ჰყვება ვლადიმირ ზელენსკის მიღწევებსა და წარუმატებლობაზე. ასევე იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო.

გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელმაც ქართველი ინტერნეტმომხმარებლები გაახალისა.

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა.

„დსთ-ს სამიტზე მინსკში, 2006 წელს პუტინმა ცალკე, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო,  ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით… და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგში ვნახეთ, ის არ ხუმრობდა“.

ნურსულთან ნაზარბაევს ნაზად ვუყვარდი.

„ნურსულთან ნაზარბაევის ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვიყავით. ელცინი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, მოიწვიეს ყაზახებმა, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმირ პუტინიც იყო და არც ისე კარგად გრძნობდა მასთან თავს.
ინაუგურაციაზე პირველ რიგში ვიყავით ნაზარბაევი, პუტინი, მე, ჯორჯ ბუში, უკან იყვნენ სხვა პრეზიდენტები. პირველ რიგში ელცინი არ ყოფილა. პუტინის გადაწყვეტილებით, ის სადღაც მეექვსე რიგში დასვეს. ჩვენ, სხვა პრეზიდენტები კი, პირველ რიგში ვიყავით. მე რატომ აღმოვჩნდი პირველ რიგში? სინამდვილეში, ნაზარბაევს ძალიან ფაქიზად ვუყვარდი და ყაზახეთში პოპულარული ვიყავი“.

„ტრამპთან ერთად ფანტანებში დავხტოდი“.

„სტუმრებს ყოველთვის ძალიან კარგად ვხვდებოდი. ვასეირნებდი, ეშმაკის ბორბალზე ვსხდებოდით. ძალიან ბევრს უყვარდა ბათუმში ჩასვლა: ჰილარის, ტრამპს, ჯონ მაკკეინს, რომელიც ათჯერ მაინც იყო.
ტრამპიც იყო. ჩვენ ფეხით დავდიოდით და ჩემი ელექტრომობილით დამყავდა დილის შვიდამდე. ორ ღამის კლუბში ვიყავით, ფანტანებში დავხტოდით, ირმის ქანდაკებებს ყველა მხრიდან ვათვალიერებდით“. 

„ქართველებს ვუყვარვარ და მაფასებენ“.

„დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ იგი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად უფრო მალე გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“.

იქნება თუ არა კვლავ საქართველოს პრეზიდენტი.

„არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს, მანქანის, თვითმფრინავის საჭესთან ვნახოთ, რა იქნება“.

სააკაშვილის გორდონთან ინტერვიუ 14 ივნისსაა ჩაწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები