LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა – რას პასუხობს ექსპრეზიდენტი

123
პუტინი პოროშენკო

უკრაინის ექსპრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით ფეისბუქზე გამოეხმაურა.

პოროშენკო წერს, რომ “უკრაინაში თავად გაარკვევენ”.

“ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში პროევროპული ოპოზიციის დევნით, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პუტინს საჩუქარი გაუკეთოს. პუტინმა ეს დაადასტურა.

ვურჩევ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩს, შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყანას მიხედოს. მისი და სამაღტალდამცავი ორგანოების ძალისმხევა პოროშენკოს ნაცვლად რუსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართოს.

ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ – საბოლოოდ გააცნობიერეთ, ჩვენ თვითონ გავერკვევით, აქ, უკრაინაში. და რუსეთის პოლიტიკა, “იზრუნოს უკრაინასა და უკრაინელ პოლიტიკოსებზე, დიდი ხანია დასრულდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მე ამირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად”.- წერს პოროშენკო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ექპრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა. ამის შესახებ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები