LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაცარავა: გუგუტიანთკარელები შლიან საკუთარ სახლს, ხელისუფლება კვლავ არაფერს აკეთებს (ფოტო)

304
69177757-2686154121409314-5361361655022223360-n

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ასახულია, თუ როგორ შლიან გუგუტიანთკარელები საცხოვრებელ სახლს.

„ამ წუთებში გუგუტიანთკარელები შლიან საკუთარ სახლს. პოლიცია კვლავ არ გვიშვებს გუგუტიანთკარში. ხელისუფლება კვლავ არაფერს აკეთებს,“ – წერს დავით ქაცარავა.

სოფელ გუგუტიანთკარში დილიდან ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ.

მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები და სარწყავი სისტემა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები გააკონტროლებენ.

ოკუპანტებმა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებს სახლების დასაცლელად სამდღიანი ავდა მისცეს.რაზმაძეებმა სახლის დემონტაჟი გუშინ დაიწყეს.

გუგუტიანთკარის მკვიდრი გივი რაზმაძე მზადაა, მამუკა ხაზარაძის შეთავაზება მიიღოს

"ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ"

ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულან ქვეყნის პირველი პირები. არც პრეზიდენტი და არც პრემიერი. მთავრობის წევრებიდან ადგილზე არსებულ ვითარებს მხოლოდ სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები