LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონები, რომელთაც მამაკაცები განასახიერეს ეკრანზე

292
FORTUNA. GE (3)

მართალია, მსახიობებს ახასიათებთ ფანტასტიკური გარდასახვა, მაგრამ მამაკაცის როლს იშვიათი ქალბატონი თუ მოირგებს, მით უფრო, ისე ორგანულად, როგოც მერილ სტრიპს და ქეით ბლანშეტს გამოუვიდათ.

fortuna.ge გაგახსენებთ ქალბატონებს, რომელთაც მამაკაცები განასახიერეს ეკრანზე:

ანჯელინა ჯოლი ფილმში „სოლტი“ – მართალია, მაყურებელი შეეჩვია ჯოლის მაცდუნებელი, საბედისწერო ან ძლიერი, დაუმარცხებელი ქალბატონების როლში ხილვას, მაგრამ „სოლტში“ მსახიობი არც მამაკაცის განსახიერებას მოერიდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღიარა, რომ ძალიან გაწვალდა გადაღებებზე, რადგან გრიმის ნაცვლად სილიკონის ნიღაბი მოირგო, მკერდი სპეციალური ლენტებით აუკრეს, მამაკაცის სამოსი კი, საოცრად უხეში და მოუხერხებელი აღმოჩნდა.

სიუზან სარანდონი ფილმში „ღრუბლის ატლასი“, 2012 – ისტორიულ-ფანტასტიკურ ფილმში სიუზან სარანდონმა ერთდროულად ექვსი პერსონაჟი განასახიერა და წარმატებით მოირგო უნივერსიტეტის პროფესორის იუსუფ სულეიმანის როლი.

ქეით ბლანშეტი ფილმში „მე იქ არ ვარ“, 2007 – ბევრს გაუკვირდა, როცა ბობ დილანის განსახიერებისთვის ტოდ ჰეინსის ბიოგრაფიულ ფილმში, ქით ბლანშეტი „ოსკარის“ გარეშე დარჩა. რეჟისორის გადაწყვეტილებით, ცხოოვრების სხვადასხვა ეტაპზე დილანი ექვსმა მსახიობმა განასახიერა, ბლანშეტმა კი, ყველაზე წარმატებულ, შემოქმედებით პიკში შეასრულა მუსიკოსის როლი და ვენეციის კინოფესტივალის პრიზიც დაიმსახურა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

გლენ კლოუზი ფილმში „საიდუმლოებით მოცული ალბერტ ნობსი“, 2011– როდრიგო გარსიას არჩევანი მართლაც გამართლებულია, რადგან კლოუზი ყოველთვის გამოირჩეოდა მამაკაცური სახის ნაკვთებით, თუმცა შესანიშნავად ახერხებდა მათი ქალური სინაზითა და მომხიბვლელობით შენიღბვას.

მერილ სტრიპი სერიალში „ანგელოზები ამერიკაში“, 2003 – როგორც ჩანს, მერილ სტრიპისთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან გენიალური მსახიობი ერთნაირი წარმატებით ირგებს ნებისმიერ როლს, რისი საუკეთესო მაგალითი სწორედ „ანგელოზები ამერიკაშია“, რადგან თეთრწვერიანი რაბინის როლში პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ამოცნობა.

 

პოპულალურები