LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალბატონი ნელი მოვიდა ჩვენთან სახლში, აქამდე დაუკითხავად არასოდეს მოსულა”-ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა დაპირისპირებაზე საუბრობს

889
10392346-10206440699408961-1074514319971201737-n

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს მიმართავს, გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელშიც ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ჩანს, როგორ ძალადობს ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ მეუღლეზე. ბრალდებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ კადრები, რომელზეც დაზარალებული მხარე უკვე დიდი ხანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.

“ძალიან გთხოვთ რომ ეს კადრები გამოაქვეყნოთ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ისინი აპელირებენ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ეს კადრები, გამოვიყენებთ ამ კადრებს”, – განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

საქართველოს პირველ ჩოგნად აღიარებული სპორტსმენის ძმა, “რუსთავი 2″-ის ეთერში ოჯახში მომხდარ დაპირისპირებებს იხსენებს.

“ვფიქრობ ეს შეიძლება ქონებრივი დავა იყოს, ან პირადი განადგურების მიზანი. ქალბატონი ნელი მოვიდა ჩვენთან სახლში, აქამდე დაუკითხავად არასოდეს მოსულა. გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან უხეში და უწმაწური სიტყვებით. ამის შემდეგ წავიდა ძალიან მშვიდად და ეს სათვალთვალო კამერითაც ჩანს”,- განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

ოჯახური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო მსჯელობას 16 ივლისიდან დაიწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები