LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონმა ავტობუსს სავარაუდოდ გზა გადაუჭრა… – თბილისის მერიის განმარტება

191
119127626-779505446161701-4667247292636716746-n

ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ  “ფორტუნას” დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს.

განმარტავენ, რომ პირველადი ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე (ბასლეინი) ქალბატონმა, სავარაუდოდ, ავტობუსს გზა გადაუჭრა, რა დროსაც მოხდა შეჯახება. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო და შესაბამისად ქალბატონმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ადგილზე თბილისის მერიაში არსებული მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს.

რაც შეეხება შემთხვევის მეორე ვერსიას, “ფორტუნას” ინფორმაციით, ქალბატონი გაჩერებაზე ატობუსიდან ჩამოვიდა, რა დროსაც საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფეხზე გადაუარა.

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსმა ქვეითად მოსიარულეს ფეხზე გადაუარა

შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით.