LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებს დაქალები ქმრებზე მეტად უყვართ – ახალი კვლევის შედეგები

friends

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ერთი ურთიერთობა, რომელიც სხვებზე მეტად ფასობს. ეს შესაძლოა და ან ძმა, მშობელი, ბავშვობის მეგობარი ან  პარტნიორი იყოს. როგორც კომპანია Champneys-ის სპეციალისტებმა დაადგინეს, ქალბატონთა შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა ძირითადად საუკეთესო მეგობარს უკავშირდება ხოლმე. კვლევაში სულ 1517 ქალი მონაწილეობდა და უმრავლესობამ დაქალი ბევრად უფრო მაღალი ქულით შეაფასა ვიდრე მეუღლე. ეს ტენდენცია კი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ქალებს ერთმანეთთან საუბარი ყველა თემაზე შეუძლიათ, რაც მეორე ნახევართან იშვიათად გამოსცდით ხოლმე. ასევე, დაქალებს მოსმენაც და რჩევის მიცემაც უკეთ გამოსდით. ქალები დაქალებთან უკეთეს დროსაც ატარებენ და „ტირილამდე სიცილიც“ სწორედ საუკეთესო მეგობრების დამსახურებაა. და ბოლოს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად გამოკითხულებმა ისიც დაასახელეს, რომ დაქალები ქმრებთან შედარებით ნაკლებად გამაღიზიანებლები არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები