LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალი რომ კაცის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

3963
a1570890504

“ქალს კაცის მერე უნდა ჰქონდეს ხმა. ქალი, რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება”,- ამის შესახებ ხაშურში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი საუბრობს.

“არ იყო ცუდი ბიჭი, ფაქტი არის, რომ მკვლელობა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ასე გაშვებული არ უნდა იყვნენ ქალები. ქალს კაცის მერე უნდა ჰქოდეს ხმა. დაალაპარაკე ჯერ ქმარი. ქალი რომ კაცის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება” – აცხადებს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი.

მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები