LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელმაც გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა, ავტოავარიაში დაიღუპა

170

„დღის შოუს“ გადაცემაში მაყურებელმა გაიცნო ქალბატონი მედეა რურუა, რომელმაც შვილი გარდაცვლილი ქმრისგან გააჩინა. სამწუხაროდ, პატარასთან ერთად თბილისიდან ფოთში მიმავალი ავტოავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ავარიაში დაიღუპნენ ასევე მისი შვილი, ნინო, თანმხლები ქალბატონი და მანქანის მძღოლი. „დღის შოუმ“ ამის გამო დღევანდელი ეთერი გააუქმა და საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„დღის შოუს“ საგანგებო განცხადება!

სამშაბათს, „დღის შოუს“ ეთერში, მაყურებელმა გაიცნო ქალბატონი მედეა რურუა და პატარა ნინო გოგატიშვილი, რომელთა ემოციური ისტორიაც თითოეულმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა.

ამ საღამოს შევიტყვეთ, რომ სამწუხაროდ, მოხდა საშინელი ტრაგედია და ავტოავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა.

მათთან ერთად, ასევე, დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალბატონი და ავტომობილის მძღოლი.

„დღის შოუს“ ჯგუფი უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და იზიარებს მათ მწუხარებას.

მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ოთხშაბათს ჩვენი გადაცემა ეთერში არ იქნება!“

https://www.youtube.com/watch?v=OOPQcQBn9fc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები