LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის ჰიგიენური საფენის შემქმნელზე ფილმი გადაიღეს (Trailer)

285

ბოლივუდის მიერ გადაღებული ფილმი “პედმენი”, ევროპის კინოთეატრებში 25 იანვრიდან გამოდის. ის იქნება პირველი ინგლისურ ენაზე გახმოვანებული ფილმი, რომელიც ქალის მენსტრუალურ ციკლს შეეხება და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოება იხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“პედმენი” კომპანია Sony Pictures-მა გადაიღო. ფილმი ინდოელ გამომგონებელს არუნაჩალამა მურუგანანთამას ეხება, რომელმაც 1990-იანი წლების ბოლოს ქალის ჰიგიენური საფენების იაფი ტექნოლოგია გამოიგონა. მურუგანანთამას არაერთი პრობლემის გადალახვა მოუწია. ტექნოლოგიის გამოგონების გზაზე, ის ცოლმა მიატოვა და დედამ ზურგი აქცია, ხოლო მთელი სოფელი კი გარყვნილ ადამიას ეძახდა.

2006 წელს, მან არაკომერციული კომპანია შექმნა, რომელიც კერძო ორგანიზაციებს იაფფასიანი ჰიგიენური საფენების საწარმო მანქანებს ჰყიდდა.